,, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!” – ნოდარ მელაძე ნიკა მელიას

0
599
30 Views

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში  ნიკა მელიას მიმართავს:

,,Nika Melia – “ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” –
ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.

კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!

საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.

მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.

მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.

მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.

ჯამი ჭურჭელია , თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.

თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.

ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს!“

Cesko