“თუ ბიძინამ ან ბერამ არ მოუწოდა, თითის განმძრევი არაა არცერთი, განსაკუთრებით თუ რუსებს ეხებათ საქმე” – დავით ზურაბიშვილი

0
705
67 Views

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ერთ-ორ ადგილას კომენტარად მქონდა და ვფიქრობ სტატუსადაც ღირს.
ეს რაღაც უცნაური ნახატები რომაა, სავარაუდოდ ჩამოსული რუსები რომ ტოვებენ სხვადასხვა ადგილას (იხ. ქვემოთ), მე არ ვიცი რამე სამხედრო-სადაზვერვო დანიშნულებისაა თუ სტრიტ-არტის ფორმაა, მაგრამ მინიმუმ საეჭვო რომ არის და საზოგადოებას აღელვებს, ამაზე ორი აზრი ალბათ არ არსებობს.
ხელისუფლებაზე აპელირება და მოწოდება, რათა მიაქციონ ყურადღება, ამ შემთხვევაში ვფიქრობ არის აუცილებელი, მაგრამ არც მაინცდამაინც პროდუქტიული. ამ სახელმწიფო სტრუტურებს უშუალოდ ბიძინა ან მინიმუმ ბერა ივანიშვილმა თუ არ მოუწოდა, ისე თითის განმძრევი არაა არცერთი, განსაკუთრებით თუ თეორიულადაც მაინც რუსებს ეხებათ საქმე.
ამიტომ მაქვს საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეფექტიანი პრაქტიკული წინადადება: სადაც ამ ნიშნებს დავინახავთ, ყველგან დიდი ასოებით გადავაწეროთ ზევიდან “პუტინ ხუილო!” რის შედეგადაც თხუთმეტ წუთში მერიის დასუფთავების სამსახური იქ გაჩნდება და თვითონ წაშლის.”
No photo description available.

Cesko