“ურჩევნიათ, სააკაშვილი მოკვდეს და ამის გამო ოცნება შეიცვალოს – გავანადგურებ…” – ნიკა გვარამია

0
461
32 Views

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია მთავარი არხის ეთერში, ამბობს:

“იმ ადამიანების გვერდით, ვინც სააკაშვილის სიკვდილს ელოდება, არათუ არ ვიქნები, იმ ადამიანებს გავანადგურებ, როგორც შემეძლება. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ ამას – როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად. ფიზიკური განადგურების მომხრე მე არ ვარ, ეს არასოდეს გამოკეთებია და არც გავაკეთებ. ამ ადამიანებს პოლიტიკურ და მორალურ დღის სინათლეს მე არ ვაჩვენებ. ყოველ შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს.

ახლა არავინ არ იფიქროს, რომ ამაში ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერებს – არა, პირიქით. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც, უკაცრავად და, შიზოფრენია სჭირთ, ურჩევნიათ, სააკაშვილი მოკვდეს და ამის გამო ოცნება შეიცვალოს. ასეთი ადამიანები არიან თავგადაკლულ ე.წ. მიშისტებშიც, სამწუხაროდ და ასეთი ადამიანები არიან ოპოზიციაშიც. შეიძლება, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაშიც, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ ასე იყოს.”

Cesko