“ძალიან უნიჭო ხალხია და ასევე უნიჭო „რევოლუცია“ ექნებათ…უნიჭოები არიან, ბოროტებიც, შურიანებიც…” – რობერტ სტურუა

0
739
53 Views

რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ “ენმ”-ზე საუბრისას, თქვა:

“ძალიან უნიჭო ხალხია და ასევე უნიჭო „რევოლუცია“ ექნებათ, ამაში დარწმუნებული ვარ. გარდა იმისა, რომ უნიჭოები არიან, ბოროტებიც არიან, შურიანებიც. მგონია, ცოტა ჭკუიდან გადასულებიც, ამიტომ წყნარად ვარ.”

მისი თქმით, თავის დროზე სააკაშვილი ხელისუფლებაში რუსეთის დიდი დახმარებით მოვიდა.

„აქ ჩამოვიდა ივანოვი და ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი მათი ძალიან დიდი დახმარებით, გახდა საქართველოს პრეზიდენტი. გადააყენეს წინა თაობა. ასევე წაიყვანეს ასლან აბაშიძე აჭარიდან რუსებმა. სულ რუსებმა გაუკეთეს ყველაფერი. ახლა თუ აქვთ ამის იმედი, იმიტომ რომ რუსები გორთან დგანან და როგორც უკრაინაში, ისე აქაც დაგვესხან თავს, მაშინ მოვლენ ხელისუფლებაში…

როგორ შეიძლება მაყურებელს სჯეროდეს, რომ იმ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა? – მე ხომ ვხედავ რომ ის თამაშობს.

არის თეატრი, რომელიც რთულია, მაგალითად ახმეტელი, სამ პრემიერაზე იყო ხალხი, მაგრამ მერე არ იყო ისეთი ანშლაგები, მაგრამ იყო თეატრები, სადაც დადიოდა მაყურებელი, უფრო იოლი იყო, უფრო კომიკური, ეს ხდება იმიტომ, რომ მაყურებელია უნიჭო. როგორ შეიძლება მაყურებელს სჯეროდეს, რომ იმ უნიჭო მსახიობს გული წაუვიდა, შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ?! მე ხომ ვხედავ რომ ის თამაშობს. მაგრამ უნიჭო მაყურებელს სჯერა“, – განაცხადა რობერტ სტურუამ.

წამყვანების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს, რობერტ სტურუამ განაცხადა: „არა, არა, მომეცით უფლება ალეგორიულად ვილაპარაკო“.

Cesko