ლაშა ბუღაძემ რუსი “შპიონი” აღმოაჩინა და გამოძიების მიზნით შსს-ს და სუს-ს მიმართავს

0
557
41 Views

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში უცნაურ შემთხვევაზე წერს.

ბუღაძე ხსენებული შემთხვევის გამოძიების მიზნით, შსს-ს და სუს-ს მიმართავს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“მეგობრებო, ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ ჩემი ცხოვრების პირველი შპიონი აღმოვაჩინეთ. ჩვენი სახლის ფანჯრის ქვეშ, რომელიც როგორც ჩანს, მოყუჩებულ ადგილად მიიჩნია, “რუსი ტურისტის იერის მქონე” კაცი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას… ჩემი ტელეფონი თან არ მქონდა და ჩაწერა თავიდან ვერ მოვასწარით.

კაცი რუსულად ეუბნებოდა თანამოსაუბრეს, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყროთ და მაქსიმალურად ფრთხილად ყოფილიყვნენ… რომ 1 თვეა ელოდებიან სიგნალს (!), რათა აქ ჩამოსულიყვნენ, – ასე გვეუბნებოდნენ, 1 კვირაში წახვალთო და არ გავიდა ეს 1 კვირაა, ზუგრჩანთები არც ამოგვილაგებია სიგნალის მოლოდინშიო, – არც დედას უნდა ველაპარაკოთ ტელეფონზე, არც ცოლს, არც არავისო, ყველა კონტრაქტორი ასე იქცევაო… მარტო ყოფნა რთულია ასეთ პირობებში, სადაც კომუნაკაციაში არ უნდა შეხვიდე არავისთან და ამიტომ ჯობია, ორნი ვიყოთო. “ნე ვისოვივატსია”.

მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, შევწვდი ტელეფონს ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად (რაც მოვასწარი) და რუსკი კარაბლის შესახებ დავუძახეთ, ზურგი შეგვაქცია და სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბე მთაწმინდისკენ… ეს მოხდა დღეს – 15:30-ზე. ქუჩის კამერებს დაფიქსირებული უნდა ჰყავდეს. მისი პოვნა – სურვილის შემთხვევაში – ადვილი იქნება. ეს უცნაური წარწერები ქუჩებში (რაც უკრაინაშიც ჩანდა ომამდე) და ახლა ამ კაცის აღმოჩენა – საგანგაშო სიმპრომების მატარებელია. რას ელოდებოდნენ “ერთი თვე”? ვინ შემოდის და შემოსულია საქართველოში? ვიმეორებ, ვიდეო და ფოტო მაქვს, ველი თქვენს რეაგირებას!”, – წერს ბუღაძე.

Cesko