როდის დასრულდება ომი – რას აცხადებს რუსეთის წარმომადგენელი

0
423
56 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსეი პოლიშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” დასრულდება მაშინ, როდესაც “NATO-სგან მომავალი საფრთხე აღიკვეთება”, რომელიც უკრაინიდან მოდის.

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება, როდესაც მისი ამოცანები შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე, რუსეთისთვის საფრთხის აღკვეთა, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან მოდის, რადგან NATO-ს ქვეყნებმა აითვისეს”, — ამბობს ის.

Cesko