25 Views
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა, თქვა:
“სიტყვები არ არსებობს ამის ასახსნელად… არა როგორ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, ადამიანი. ეს სისასტიკეა. ეს ომის დანაშაულებია. ამის ჩამდენები უნდა დაისაჯონ და ისინი დაისჯებიან. მათ პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც ჩაიდინეს აქ და უკრაინის სხვა ქალაქებში”.
შარლ მიშელმა ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის ახალი, ევროპული მილიარდ 500-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა. მან თქვა, რომ მისი მიზანი ამ ომში უკრაინის გამარჯვებაა.