“გვინდა, სანქციების მე-6 პაკეტი მოიცავდეს ემბარგოს და რუსული ბანკების SWIFT-იდან სრულად გათიშვას” – ზელენსკი

0
750
59 Views

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს:

“რუსეთი თავის სისხლიან გეგმას, რომელიც უკრაინის ნებისმიერ ფასად განადგურებას ეხება, არ წყვეტს. რუსებმა დონბასზე მასშტაბური იერიშები დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, მარიუპოლსი 120 ათასი ადამიანი ალყაში იმყოფება. პირობას გაძლევთ, რომ ყველა დამნაშავეს ვიპოვით.

აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრი სანქციები დაწესდეს და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ბარბაროსული ომი შევაჩეროთ. მადლობელი ვარ სანქციების ხუთი პაკეტისთვის, თუმცა ის კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს. გვინდა, რომ სანქციების ახალი პაკეტი მალე დაწესდეს და მე-6 პაკეტი მოიცავდეს ემბარგოს და რუსული ბანკების SWIFT-ის პროგრამიდან სრულიად გათიშვას”

Cesko