,,არ მომწონს ეს ამბავი, ფაქტია, ცუდად არის, სახეზე ფერი არ ადევს” – თორნიკე დავითაშვილი

0
669
45 Views

კობა დავითაშვილის ვაჟი, მიხეილ სააკაშვილის ნათლული, თორნიკე დავითაშვილი, რომელიც უცხოეთში ექიმის პროფესიას ეუფლება, წერს, რომ პატიმარს სამედიცინო დახმარება სჭირდება, მათ შორის – ფსიქოლოგის.

,,მიუხედავად დიდი ანტიპათიისა ამ ადამიანის მიმართ, ამ ამბავზე ღადაობა, ჩემი აზრით, არ შეიძლება. ზოგი მსახიობს ეძახის და ზოგი რას, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ცუდად არის, სახეზე ფერი არ ადევს და მართლა შეუძლოდაა. სავარაუდოდ, კუჭის ოპერაციის მერე მეგალობლასტური ჰიპერქრომული ანემია აქვს განვითარებული და B12 ჯგუფის ვიტამინს უნდა იღებდეს რეგულარულად სულ მცირე.

ელექტრომიოგრამამ პოლინეიროპათია დაუდგინა. იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტსა და ციხის ექიმს შორის არის იმ დონის კომუნიკაცია, რომ პაციენტმა დანიშნული წამლები მიიღოს და ხელოვნურად არ იწვევდეს საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესებას. იმედია, ფსიქოლოგთანაც ჰქონდა კონსულტაციის საშუალება, რომ მისი ფსიქოლოგიური სურათი შეფასდეს. არ მომწონს ეს ამბავი”.

Cesko