ხულოში მინიტრაქტორით ბაბუა და შვილიშვილი ხევში გადავარდნენ

0
739
53 Views

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ბაბუა და შვილიშვილი ხევში გადავარდნენ, რის შედეგადაც სამი წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ბაბუა და შვილიშვილი სოფლის გზაზე მინი ტრაქტორით გადაადგილებოდნენ. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან მოთავსებული.

“3 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბაბუა და შვილიშვილი ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, თავდაპირევლად ჩვენთან შემოიყვანეს, თუმცა ბავშვს თავის არეში მძიმე ტრავმა ჰქონდა და ბათუმში გახდა გადაყვანა საჭირო. ბაბუა თავს კარგად გრძნობს”, – განაცხადეს ხულოს კლინიკაში.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 281-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

Cesko