თამაზ გაიაშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული არასამთავრობოები აგრძელებენ ბინძურ, ცილისმწამებლურ კამპანიას „ჯორჯიან ეარვეისის“ და პირადად ჩემს წინააღმდეგ

0
815
64 Views

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამავე დროს იმყოფებიან ფინანსურ დამოკიდებულებაში კოდუების ოჯახთან, აგრძელებენ ბინძურ, ცილისმწამებლურ კამპანიას ქართული ავიაკომპანიის „ჯორჯიან ეარვეისის“ და პირადად ჩემს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გამოგონილი, აბსურდული ბრალდებებით ცდილობენ შელახონ ჩემი საქმიანი რეპუტაცია და ჩრდილი მიაყენონ ქართულ ავიაციას. ამჯერად, კორუფციის აბსურდულ ბრალდებასთან ერთად, ტერორისტებთან კავშირიც კი დამაბრალეს. მსურს აღვნიშნო, რომ ეს უწყვეტი, ბინძური კამპანია სწორედ დაუსჯელობის სინდრომის შედეგია. ამიტომ, ამ შემთხვევას რეაგირების გარეშე არ დავტოვებ, დაუყოვნებლივ მივმართავ სასამართლოს და სამართლებრივი გზით პასუხს მოვთხოვ ამ გაუგონარი ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების ავტორებს. ამავდროულად, მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რათა ამ ბინძური ცილისმწამებლების საქმიანობა იყოს მოკვლეული, თუ რა მოტივით და ვისი დავალებით ხელმძღვანელობენ ისინი“, – აცხადებს გაიაშვილი.

Cesko