“თქვენ ხართ ნაძირალა, პათოლიგიური, ჭკუიდან შეშლილი, სისხლს მოწყურებული ავადმყოდი მანიაკები ” – ადვოკატი, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მიმართავს

0
768
31 Views

უკრაინაში მებრძოლი ლაშა რუხაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ მიწერილი კომენტარის სქრინს, სადაც ის ქართველ მებრძოლებს ჯოჯოხეთში წასვლას უსურვებს. ეს სქრინები რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში ტრიალებს, თუმცა საპასუხო განცხადება ჯერ არ გავრცელებულა, მათ შორის არც მისი კოლეგების.

,,შენ მანდ დაიმარხები. კი არ დაიმარხები, დაიგლიჯები, ჩაიწვები და დანახშირდები ისევე, როგორც ათასობით ქართველი ნაცი! თქვენ ხართ ნაძირალა, პათოლიგიური, ჭკუიდან შეშლილი, სისხლს მოწყურებული ავადმყოდი მანიაკები და მიიღებთ ბოლოს და ბოლოს იმას, რაც გეკუთვნით, დაგხვრეტენ ცოფიანი ძაღლებივით!.. ეხლა გავიგე კიდევ ერთი ნაცი ჩაძაღლებულა, ვინმე არკადი. ეხლა დადგით ისევ სპექტაკლები ჯერ მანდ, მერე აქ, მაგრამ მალე დამთავრდება ყველაფერი და შენ და შენნაირები აქ ფეხს ვეღარდ ჩამოდგამთ. რომც გადარჩეთ, საზღვარზე არ შემოგიშვებენ და მოქალაქეობას ჩამოგართმევენ. ამას გეუბნები, როგორც ადვოკატი და ამაზე დაწყებული გვაქვს უკვე მუშაობა. აბა, შენ იცი, ჯოჯოხეთს მოკითხვა”, – იკითხება სქრინში.

Cesko