რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა

0
419
25 Views

რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

მათი ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და რიგ პოლიტიკოსებს რუსეთში ჩასვლა აეკრძალებათ.

მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები.

ნუსხაში ასევე არის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც.

Cesko