“იური ნიკულინს აეროპორტში დახვდა მიწამდე თავდახრილი უპიჯაკოდ, უგალსტუკოდ და იდაყვებამდე პერანგის სახელოაკაპიწებული 78 იაპონელი”

0
661
42 Views

იური ნიკულინი სამსახურში მიიჩქაროდა, როცა მის წინ, ზებრაზე გადასვლისას, მანქანამ ბავშვიან ქალს დაარტყა. Ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
Შეგროვდა ხალხი. Ნიკულინმა გაიხადა პიჯაკი და გარდაცვლილს გადააფარა. Შემდეგ ბავშვი მოძებნა, დაუყვავა როგორრც შეეძლო , ნახატებიანი ჰალსტუხი მოიხსნა და სათამაშოდ მისცა , ტაქსი გააჩერა და სახლში გაუშვა.
Სანიტრებს მიეხმარა მიცვალებულის გადასვენებაში.
Სამსახურში საათნახევრის დაგვიანებით მივიდა. Მას იაპონელების დელეგაცია ელოდებოდა ცირკის გასტროლებთან დაკავშირებით. Როცა იაპონელებმა უპიჯაკო, უჰალსტუხო და მკლავებდაკაპიწებული ნიკულინი დაინახეს, პირად შეურაცხყოფად ჩათვალეს და პროტესტის ნიშნად ცირკი დატოვეს.
Რამდენიმე დღის მერე იაპონიიდან კერძო თვითმთრინავი ჩაფრინდა და ნიკულინი პატივისცემით იაპონიაში დაპატიჟა.
Იქ ჩაფრენილ ნიკულინს აეროპორტში დახვდა მიწამდე თავდახრილი უპიჯაკოდ, უგალსტუკოდ და იდაყვებამდე პერანგის სახელოაკაპიწებული 78 იაპონელი.
წყარო – მსოფლიო კინო კლასიკა
პ.ს. ჩემი დიდი პატივისცემა ამ დიდ ადამიანს და მთელ იაპონელ ერს ❤

ხათუნა საგინაშვილი; სოციალური ქსელი

Cesko