“რომელი ნაცების დასრულებაზე გველაპარაკებით? მაჩვენეთ თქვენი დასრულებული ნაცები…”

0
554
27 Views

?რომელი ნაცების დასრულებაზე გველაპარაკებით???….
მაჩვენეთ თქვენი დასრულებული ნაცები…მე კი, გაჩვენებთ თქვენგან დაკიდებულ და ზურგშექცეულ ერთგულებს, მომხრეებს, რომლებიც ბევრჯერ გამოიყენეთ და უპატრონოთ მიყარეთ…ხალხი მაშინ გახსენდებათ,როცა ძალიან გიჭირთ…
რასაც ვუყურებ, დასკვნა ერთია: ნაცებს ფარად იყენებთ და მათი ვითომ ” ლანძღვით” ქულებს იწერთ ხალხის წინაშე…ეს რატომღაც მორიგი ფანდი მგონია თქვენგან,სინამდვილეში კი, ძალიან კარგად გრძნობთ თავს ნაცებთან ერთად…..
არანაირად არ ჩანს,რომ მოწადინებულები იყოთ ნაცების დასრულების, არანაირად არ ჩანს,რომ ხალხის დაკვეთას ასრულებდეთ.. არანაირად არ ჩანს, რომ სუვილი გქონდეთ გააკეთოთ ის,რაც ხალხს სურს…
უკრაინაში ნაცებთან ერთად გამგზავრება ძალიან დიდი მინუსია ოცნებისთვის და ამავდროულად სირცხვილი..ან ვისთან მიდიხართ, იმ მთავრობასთან?რომელიც 24 საათი გლანძღავთ, გამცირებთ და ქვეყნის თვალში ავტორიტეტს გილახავთ…თუუ..გიბრძანათ ევროპამ და ამერიკამ, რომ უნდა ჩახვიდეთ და ეახლოთ ჩვენი ქვეყნის მაგინებლებს…არ ვიცი რა თამაშს თამაშობთ, მაგრამ მგონი ჯობია პატივი სცეთ ჯერ საკუთარ კაცობას და მერე საკუთარი ქვეყნის იმიჯს…..
მშვიდობა მისცეს უფალმა უკრაინელ ხალხს?რაც ჩვენ მათ ჰუმანიტარული ტვირთით დავეხმარეთ, ბევრს არ გაუკეთებია… და ვეხმარებით იმ ფონზე, როცა საკუთარ ქვეყანაში უამრავი მშიერი და გაჭირვებული ბავშვი, თუ ოჯახი გვყავს…არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ სანამ სხვის დაკრულზე და სხვის ტრ@@კის ქეიფზე ვივლით, ვერასოდეს ვერ ვიქნებით დამოუკიდებლები…..

თეა ბარნაბიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko