187 Views
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97 პროცენტის დათვლის შედეგად, ემანუელ მაკრონს 27.6 პროცენტი აქვს, მარინ ლე პენს კი 23.4 პროცენტი. მესამე ადგილზე ხმების 21.9 პროცენტით ულტრამემარცხენე ჟან ლუკ მელანშონია, რომელმაც თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მეორე ტურში მხარი ემანუელ მაკრონს დაუჭირონ.
დასავლური მედიის ინფორმაციით, პირველ ტურში მაკრონის დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მეორე ტურში ემანუელ მაკრონს და მარინ ლე პენს შორის პროცენტული სხვაობა მცირე იქნება.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური მარინ ლე პენს დაუჭერს მხარს, დანარჩენი კანდიდატები კი მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.