ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ბუჩას “ბუჩის” გამო (მე თავს შევიკავებ საბოლოო ვერდიქტისგან, ვინაიდან დაველოდები ოფიციალური გამოძიების შედეგებს) აქ საქართველოში “ქოცებს” გავაგდებთ (არადა, ბევრია მანდ გასაგდები) და მათ მაგივრად “ნაცებს” დავსვამთ ხელისუფლებაში, – მთლად ნორმაზე ვერ უნდა იყოს. (შეგიძლიათ უფრო ძლიერი სიტყვაც იხმაროთ, არ შეცდებით).
რაც შეეხება ზელენსკისა და სააკაშვილს. ორივე ეს ლიდერი, თავ-თავის გუნდებთან ერთად, ერთი “ფერადი” ქვაბის ნაშიერია. თავ-თავისი ხალხი და მისი ბედი ორივეს ფეხზე კიდია და ორივე გარედან იმართება. განსხვავება ისაა, რომ ზელენსკი დღეს უფრო შორს წავიდა, ვიდრე სააკაშვილი მაშინ, ადამიანურად უფრო ადექვატური აღმოჩნდა, თან უფრო მაღალი საერთაშორისო “სტავკები” დაიდო უკრაინაზე (საბედნიეროდ ჩვენთვის და სამწუხაროდ მათთვის) და მართლა ძლიერი არმია შექმნა. ნუ, ქვეყნის ზომაც უწყობს ხელს. მაგრამ რა შუაშია აქ “ბუჩა”? ან დროშების ფრიალი ავატარკებზე?
რაც შეეხება თავად ბუჩას. რასაკვირველია, ეს ტრაგედიაა, მაგრამ თუ ვინმე თქვენთაგანი ნებისმიერი ომის დროს ასეთ “ბუჩებს” არ მოელის – ნუ, ისიც ვერაა თავის “მატორზე”. ულმობელი ისტორიული პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ მთავარია ომამდე არ მიიყვანო საქმე, თორემ თუ დაიწყო, მრავალი ასეთი “ბუჩა” გარანტირებულია. ვიცი, ეს არასასიამოვნო და არაპოპულარული სიმართლეა, მაგრამ ვინც არ აღიარებს ამ სიმართლეს, ის ან ტყუის და თვალთმაქცობს, ან… (იხილე ზევით).
კაცობრიობამ ბუჩა კი არა, ოსვენციმი, ხიროსიმა, ნაგასაკი, გაგრა, სუმგაითი და კოვიდი გადაიტანა და მაინც გადარჩა. ასე რომ, ტყუილად ნერვიულობთ, “ნაცებო”! და სულ ტყუილად ამყარებთ იმედს ამ ომში საქართველოს ჩათრევაზე. არაფერი გამოგივათ! არ უნდა გამოგივიდეთ.
თუ, რა თქმა უნდა, სულ არ დავკარგეთ გონება და რეალობის აღქმის უნარი. არადა, ამის რისკიც არსებობს…
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი; სოციალური ქსელი