თორნიკე კვერენჩხილაძე ტვ პირველიდან წავიდა – “ყველაფერი ნაგავსაყრელად აქციეს”

0
559
37 Views

“მირ­ჩევ­ნია, ცოტა ხანს ჩემ­თვის ვიყო, და­ვის­ვე­ნო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და ეკ­რან­ზე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს ყოფ­ნა, მომ­ბეზ­რდა, – ასე მშვი­დად ვიქ­ნე­ბი”, – ამ­ბობს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია “ტვ პირ­ვე­ლი“ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა.

ამ­ბობს, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს, უბ­რა­ლოდ, დას­ვე­ნე­ბა უნდა და აღარ უნდა ტე­ლე­ეკ­რან­ზე ყოფ­ნა:

“არხს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზო­გა­დად ახლა მე­დი­ა­ში ყოფ­ნის აზრს ვერ ვხე­დავ. სა­ხელ­მწი­ფო აღარ გვაქვს, მე­დია სულ სხვა ველ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს, – პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­კე­თეთ… არას­წორ­მა, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა პო­ლი­ტი­კამ მოგ­ვიკ­ლა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა. მე­დი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. არას­წორ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მა­რაზმში ვცხოვ­რობთ… ამი­ტომ, სჯობს სხვა რამე ვა­კე­თო.

შვი­ლე­ბი მყავს და მათ მეტ დროს და­ვუთ­მობ. ირ­გვლივ მი­მო­ი­ხე­დეთ, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ არი­ან, – ამას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვა­ლით შე­ხე­დეთ. ყვე­ლა­ფე­რი ნა­გავ­საყ­რე­ლად აქ­ცი­ეს… ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღა­ცას აპი­რე­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ, ვე­რა­ფერ­საც ვერ ამ­ბო­ბენ და აკე­თე­ბენ… ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კო­სებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აზრს ვერ ვხე­დავ. პრო­ცესს გულ­წრფე­ლო­ბა აკ­ლია.“

– თორ­ნი­კე, “ტვ პირ­ვე­ლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ხომ არ გა­უ­ნა­წყენ­დი?

– არა, არა­ნა­ი­რად. ეს ჩემი სურ­ვი­ლია. ახლა მარ­თლა დას­ვე­ნე­ბა მინ­და. წა­ვალ ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­მოგ­ზა­უ­რებ, მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში დავ­დი­ვარ კი­დეც. მსი­ა­მოვ­ნებს ხალ­ხთან ლა­პა­რა­კი, ასეთ დროს ბევრ რა­მეს ვი­გებ. ამის­თვის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა. ისეთ ად­გი­ლებს და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ და ვნა­ხავ, სა­დაც აქამ­დე არ ვყო­ფილ­ვარ.

Cesko