27 Views
2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის, გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მისი აზრით, საქართველოში ვოლოდიმირ ზელენსკის სიყვარული ვალდებულებაა.
„ისეთ პოსტებს და კომენტარებს ვაწყდები, რომ ვერ გავიგე – რამე ვალდებულებაა ზელენსკის სიყვარული? თან მაინცდამაინც სიყვარული და არა, ვთქვათ, მოწონება. ტანსაცმელს თუ არ იხევ, შეიძლება დაგხვრიტოს აქ ზოგიერთმა. სსრკ-ში რომ ვიყოთ, კაი ბატონო, მაგრამ ამ გასაოცარი დემოკრატიის ქვეყანაში, ეს გასაოცრად დემოკრატი და თავისუფალი ადამიანები, ასე რამ გაამწარა და გააბოროტა, ვერ ვხვდები“, – დაწერა შარაძემ.