“ეს „ჭინჭი დამრტყმელები“ ნაკლებად მადარდებს, უნდა დაისაჯონ ო რ გ ა ნ ი ზ ა ტ ო რ ე ბ ი” – “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი

0
966
48 Views

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, თორნიკე მანდარია სოციალურ ქსელში წერს:

“ერთი წელი და სამი თვე მიუსაჯეს ვინმე გიორგი კახიანს, რომელიც ცხოვრებაში თვალით არ მენახა, სანამ 5 ივლისს არ მომეპარა და ცხვირი არ გამიტეხა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და სამართლიანობა ისევე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც დედამიწის ორი პოლუსი. და არა იმიტომ, რომ მე ვერ მომინელებია და მაგრად მინდა, ციხეში ამოლპეს, არამედ იმიტომ, რომ მეტი ეკუთვნის.
მოსამართლემ შეცვალა თავდაპირველად წაყენებული მუხლი, ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ დანაშაულში მონაწილეობა, უფრო მსუბუქი მუხლით, ჯგუფურად ძალადობით. სხვათა შორის, ეს ჯგუფი, 15-კაციანი, რომელმაც ჩემი მეგობარი Dato Koridze გაიგდო და წიხლები ურტყა სახეში, არხეინად ცხოვრობს. ასევე, მოსამართლემ გამორიცხა ჰომოფობიური მოტივი, რაც მათ შორის, ამოძრავებდათ ამათ და რაც დამატებითი სასჯელის ვადაა.
მარა ეს „ჭინჭი დამრტყმელები“ ყველაზე ნაკლებად მადარდებს.
მთავარი, რასაც ივლისის მერე გავიძახით ყველა, ჟურნალისტიან-რედაქტორიან-უფლებადამცველიანა, არის, რომ უნდა დაისაჯონ ო რ გ ა ნ ი ზ ა ტ ო რ ე ბ ი !
თორემ სხვებსაც გადასარევად იპოვიან, რომ მოგვიქსიონ.
ამიტომ, ეს მოჩვენებითი ვითომ განაჩენი უნდა გასაჩივრდეს და პროკურატურამ ერთი ადგილი გაანძრიოს.”

Cesko