“რას ელოდით – რომ ნატო, ევროკავშირი და აშშ შეაშინებდა პუტინს და მის გენერალიტეტს?…”- ნუკა არველაძე

0
499
25 Views

‼️‼️‼️
აფხაზეთის ომით არც კი დაინტერესებულხართ?!!!
იცით იქ როგორ დახოცეს, აწამეს და გააუბედურეს ხალხი?!!!
თუ ეს ისტორიის წიგნის 2 ფურცელია თქვენთვის???

ვატყობ ეს მხოლოდ იმ დროის ჟურნალისტებმა და იმ ხალხმა იცის ვინც უშუალოდ გაიარა ეს უბედურება!!!
‼️
რას ელოდით მაინტერესებს რუსეთთან მარტო კი არა ზოგადად ომისგან?
რას ელოდით – რომ ნატო, ევროკავშირი და აშშ შეაშინებდა პუტინს და მის გენერალიტეტს?
რას ელოდით – რომ ვარდებით და გვირილებით ისროდნენ?!!!
რას ელოდით – რომ ბავშვებს ტყვია არ მიეკარებოდა??!!!
რას ელოდით – აი მაინტერესებს რას?
აი იმათ ვეკითხები ვინც ომის რომანტიზებას ცდილობდით!!!!
ციკოლიას და გვასალიას თამადობით, აქ
უსუფაშვილ-ხიდაშელის და ბოკერია-ჩერგოლეიშვილების შეძახილებით, კიევის ბუნკერში მშვიდად მჯდომი ნაცების და ამათ მოდას აყოლილებს ვაი პატრიოტების კნავილით!!!
და ამათი გვირგვინი დორბლიანის ხავილი გაპარული ხმით!!!
აი ჯანგრაშვილის ფარშევანგობაზე ლაპარაკიც არ ღირს
‼️‼️‼️‼️
უკრაინაში რაც ხდება – გავიმეორებ!!!
ეს არ უნდა მომხდარიყო!!!!
მაგრამ დაუშვეს და არაფერი არ მოუგიათ!
ქალაქებს კი არ ათავისუფლებენ ოკუპანტ რუსები – არამედ ტოვებენ
და ტოვებენ გადაბუგულ სახლებს და დახოცლ ნაწამებ ხალხს!!!!
ეს კატასტროფაა და აქ ახლა როცა საკუთარი ქვეყნის გმირები არ გახსოვს და ეტრფი და აფანატებ სხვაზე.
– მომკალით არ მესმის თქვენი
არ მემეტებოდა და გული მიჩერდება იმ უბედურებაზე რაც ხდება
და სადაა დემოკრატია და თავისუფლება – ზელენსკის რეიგანის მედალში გაიჭედა თუ სხვადასხვა პარლამენტებთან ჩართვაში?!!!!
‼️‼️‼️‼️
ყველა ომი ტკივლია – ყველა!აააა
და ეს ტკივილი ყოველთვისაა ჩემთან აგერ უკვე 30 წელია
და ერთი რამ გავიგე
– ომი არაფერს აგვარებს, ომი არაფერს იგებს, ომი უბედურებაა!!!!
!!!!! ???
ზვარაკად შეწირულ ქართველ გმირებს მინდა მოვეფერო,
გმირებს რომლებიც შიშველი ხელებით ებრძოდნენ რუს ოკუპანტს აფხაზეთში, სამაჩაბლოში
– გმირებს ვისაც არავის დახმარების იმედი არ ქონია,
– გმირებს რომლებიც არავის ეძახდნენ მოდი ჩემზ ნაცვლად იბრძოლეო.
– გმირებს რომლებსაც არც კი უფიქრიათ უკან დახევაზე!!!
საჯიშე თაობა ჩაიხოცა…..
ვინც გადარჩა კიდე უდიდესი ტკივლით ცხოვრობს დღემდე!!!!
ჩვენი გმირების ისტორიას გაეცანით უდღეურებო!!!!!
და გახსოვდეთ რომ ერთადერთი რაც დღეს უნდა გეფიქრებოდეთ არის
#საქართველოუპირველესყოვლისა

ნუკა არველაძე; სოციალური ქსელი

Cesko