არქივი – ჯონდი ბაღათურიას 2015 წლის გზავნილი, რომელიც დღესაც აქტუალურია:
ირაკლი ალასანიას და იმათ ვისაც ჯერ კიდევ არ ესმით ან არ უნდათ რომ გაიგონ … ანუ რა სარგებლობა მოაქვს დაღეჭილ გალსტუკებს ? ! ! !
“ნატოს” “ანტისარაკეტო სისტემის” განთავსება საქართველოს თავდაცვას არ ნიშნავს, პირიქით ამ შემთხვევაში საქართველო N 1, გარდაუვალი თავდასხმის და განადგურების ობიექტი ხდება … და რატომ ?
“ნატოს” აქვს პროგრამა რომლის მიხედვითაც რუსეთს არ უნდა მისცენ “საპასუხო დარტყმის” გახოციელების საშუალება, ტერმინი “საპასუხო დარტყმა” ბირთული სახელმწიფოებისთვის ნიშნავს ქვეყანას თავს რომ დაესხმებიან და ეს ქვეყანა საპასუხო დარტყმას რომ განახორციელებს იმას …
ანუ “საპასუხო დარტყმა” ნიშნავს თავდაცვას ბირთვული თავდასხმისგან …
და “საპასუხო დარტყმის” განხორციელების საშუალების წართმევა ნიშნავს რუსეთისთვის თავდაცვის საშუალების წართმევას …
ამ პროგრამის გახორციელების ერთად-ერთი გზა არის რუსეთის საზღვრების გასწვრივ, ანუ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში “ნატოს” “ანტისარაკეტო სისტემების” განთავსება რაც “ნატოს” საშუალებას მისცემს რუსეთისგან ვაშინგტონის, ნიუორკის, ლონდონის და სხვა ქალაქებისკენ საპასუხოდ გამოსროლილი რაკეტების დიდი ნაწილი, ვიმეორებ მხოლოდ ნაწილი გაანადგუროს …
აქედან დასკვნა “ანტისარაკეტო” სისტემების განთავსების მიზანი საქართველოს დაცვა კი არ არის, პირიქით მისი სამიზნედ, “მეხამრიდად” დაგაქცევაა, რითაც ნაკლები ზიანი უნდა მიადგეს ვაშინგტონს, ნიუორკს, ლონდონს და ა.შ …
სწორედ ამიტომ რუსეთისთვის N 1 სამიზნე ხდება ის ქვეყნები სადაც მოხდება ამ სისტემების განთავსება …
და შეგახსენებთ ეს სისტემები სრულიად უძლურია რუსული ტანკების და სხვა სამხედრო ტექნიკის წინაშე და ვერც ყველა რაკეტას ვერ ანადგურებს … და თუ ამას მაინც ვერ გაიგებენ ჩვენი :მედასავლეთეები” მაშინ ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ 2008 წლის აგვისტო და ისიც ვნახეთ რომ ჯარი და ხალხი შეასკდა და სარდლობა ვინ წითელ ხიდზე გარბოდა და ვინ რომელ ბუჩქის ქვეშ იყო შემძვრალი ვერ გაიგებდი …
აი რა სასარგებლო დასკვნები უნდა მოჰქონდეს წესით დაღეჭილ გალსტუკებს …
ახლა მე გეკითხებით გვინდა ჩვენ ასეთი შარი ?