ქეთა თოფურიას ქმარი კადიროვთან მჭიდრო კავშირშია და ჩეჩნეთის მთავრობაში თანამდებობაც უჭირავს

0
1326
85 Views

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ქეთა თო­ფუ­რია, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხში­რად ექ­ცე­ვა. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­სა და ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებ­და მისი პო­ზი­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, თუმ­ცა ქეთა მხო­ლოდ “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი “სთო­რით” შე­მო­ი­ფარ­გლა, სა­დაც ეწე­რა – “არა ომს.”

თო­ფუ­რი­ას მე­ო­რე ქმა­რი ლევ დენ­გო­ვი, რო­მელ­თა­ნაც მას ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ადა­მი ჰყავს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს, თუმ­ცა “ინ­სტაგ­რა­მის” პი­რად გვერ­დზე ჩეჩ­ნე­თის მე­თა­ურ­თან, რამ­ზან კა­დი­როვ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ. რო­გორც რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, ის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მრჩე­ვე­ლია.

ლევ დენ­გო­ვი, სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­ველ გუზ­ბან­დი, ბე­ლა­რუ­სის დე­და­ქა­ლაქ მინ­სკში და­ი­ბა­და. სამ­შობ­ლო­ში 14 წლამ­დე ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ცოტა ხანი შო­უ­ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი და რუ­სუ­ლე­ნო­ვან პო­პჯ­გუფ Arbat-ში მღე­რო­და. ქეთა თო­ფუ­რი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე დენ­გო­ვი პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბით გახ­და. ის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

ლე­ვის კა­რი­ე­რუ­ლი გზა წლე­ბის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც 2008 წელს ლი­ბი­ის ლი­დე­რი, მუ­ა­მარ კა­და­ფი გა­იც­ნო. თა­ვი­დან საქ­მე მშვე­ნივ­რად მი­დი­ო­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრაქ­ტიც გა­ფორმ­და – 2011 წელს აფ­რი­კა­ში ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და დენ­გო­ვის ბე­ლა­რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო შე­სა­ნიშ­ნა­ვი კონ­ტრაქ­ტი სპორ­ტუ­ლი შე­ნო­ბე­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ასა­შე­ნებ­ლად, შემ­დეგ, თით­ქოს “არა­ბულ­მა გა­ზა­ფხულ­მა” გეგ­მე­ბი არია, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ყო­ვე­ლი­ვე დენ­გო­ვის­თვის კა­რი­ე­რულ პლაც­დარ­მად იქცა.

დენ­გოვ­მა ლი­ბი­ას­თან ურ­თი­ე­რო­ბა კა­დი­როვ­თან მე­გობ­რო­ბის შე­დე­გად აღად­გი­ნა. მისი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ლი­ბი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. 2015 წელს ლი­ბი­ა­ში რუ­სუ­ლი ტან­კე­რი შე­ი­პყრეს, მე­ზღვა­უ­რე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად კი სა­ჭი­რო გახ­და დიპ­ლო­მა­ტია, რა­შიც მა­შინ ჯერ კი­დევ პა­ველ გუზ­ბან­დი (ლევ ძენ­გო­ვი) მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სწო­რედ ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­ირ­ქვა ფსევ­დო­ნი­მი ლევ დენ­გო­ვი, რად­გან სურ­და და­ეც­ვა თა­ვი­სი ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი. მალე ბე­ლა­რუს­მა ბიჭ­მა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით, სხვა­დას­ხვა ტი­პის ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი აფ­რი­კა­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, ეკ­ვა­ტო­რულ გვი­ნე­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში და­ი­წყო.

რუსი მე­ზღვა­უ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა დენ­გო­ვის კავ­ში­რე­ბი კა­დი­როვ­თან და რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან, ამავდრო­უ­ლად, მო­უ­ტა­ნა უნი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლი­ბი­ას­თან სა­კონ­ტაქ­ტო ჯგუფს და რჩე­ბო­და კერ­ძო პი­რად, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის უფ­ლე­ბით…

წყარო: ambebi.ge

Cesko