“პატარა ბავშვივით გამოვიპარე, ჩამოვედი და მერე ვუთხარი ჩემს ცოლს“ – ალეკო ელისაშვილი

0
385
25 Views

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „TV პირველის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:

“ძალიან ბევრი მწერს და მიკავშირდება, ყველას მინდა მივმართო, ვიცი, რომ ბევრს ერჩის გული და აქ უნდა წამოსვლა, ბევრია ასეთი, მაგრამ, როგორც გარედან ჩანს, რომ არიქა, შემოხვალ უკრაინაში და იარაღს დაგახვედრებენ და ეგრევე ბრძოლის ველზე წაგიყვანენ, ასე არ არის. ჩვენ პირველ ოპერაციაზე გავედით ჩამოსვლიდან მე-12 დღეს. ის ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავით და იარაღი აგვეღო, დაიბომბა. იარაღიც რამდენჯერმე გამოგვიცვალეს.

კიევიდან რამდენიმე დღის წინ გადაჯგუფება მოხდა და რაღაც პოზიციები დათმეს, სამაგიეროდ, ისეთმა გამწარებულებმა დაბომბეს კიევი, სირენა არ გაჩერებულა. აქ ქართველები არიან მეომრები, არც სახელი და გვარი ვიცი, აქ გავიცანი, ლომები არიან, რომ ეზეიმებათ ომში წასვლა. აქ მაგარი სახელი აქვთ. როგორც შეგვიძლია ისე ვწმენდთ ნამუსს საქართველოს.

არ შემეძლო, რომ არ წამოვსულიყავი. 2 კვირა ვუყურებდი ტელეგრამში ვიდეოებს და გული მისკდებოდა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო უკრაინელების ბრძოლა, ეს არის ჩვენი ყველას ბრძოლა. ყველამ დავინახეთ, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა, ერთადერთი ენა, რაც რუსეთს ესმის, ეს არის იარაღის ენა. ეს არის ჩამოგდებული თვითმფრინავები, ეს არის მათი დახოცილი ჯარისკაცები. სხვანაირად უბრალოდ არ ესმის. დიპლომატიაც იყო, მთელი მსოფლიო ჩავიდა, ელაპარაკნენ, აუხსნეს, ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, მაგრამ არა. მაინც და მაინც აიღო და თავს დაესხა უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ. მოინდომა კიევის აღება, შემდეგ სხვები იქნებოდნენ რიგში. პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ამიტომაა, რომ ნორმალური მსოფლიო დაირაზმა მათ წინააღმდეგ.

შინაგანად ძალიან მაწუხებდა, რომ ვხედავდი, როგორ იბომბებოდა უკრაინა. მეორე მხრივ, მაწუხებდა ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების სამარცხვინოობა. მე დეპუტატად არ დავბადებულვარ, დავიბადე ადამიანად. 2008-შიც ვიყავი იარაღით ხელში, ბევრი ვერაფერი ვქენი, მაგრამ მალე მორჩა ის ამბავი. პატარა ბავშვივით გამოვიპარე, ჩამოვედი და მერე ვუთხარი ჩემს ცოლს“

Cesko