“ერთმა ცნობილმა ქალბატონმა, არ დაუჯეროთ “რუსეთის ტროლებს”, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩართვა უნდაო”

0
436
27 Views

ერთმა ცნობილმა ქალბატონმა, არ დაუჯეროთ “რუსეთის ტროლებს”, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩართვა უნდაო.
ზელენსკით დაწყებული, ლამის ყველა ჩინოვნიკმა და ნაცკრიმინალმა დაგმო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. ვისაც არ დაეზარა, ყველამ გააკეთა მოწოდება, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს და რამდენიც არ უნდა ამტკიცოთ შეთავსებით ნაცაგიტატორებმა, რომ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება მხოლოდ ემოციური ფონით იყო გამოწვეული, ვერავის დააჯერებთ, ნაცსექტის გარდა.
სულ რამდენიმე წლის წინ, ეს ქალბატონი ნირვანაში ვარო, აცხადებდა. მაშინ, მისი მეუღლე მინისტრი იყო და ბიძინა ივანიშვილის ფულს რუსული წარმომავლობა და სურნელი არ ჰქონდა. ახლა, აქვს…
ე.წ. ცნობილი სახეები, ვითომ ნაცები რომ არ ხართ და ყოველთვის, როცა ქვეყნის ბედი წყდება, ნაცაგიტატორებად იქცევით ხოლმე, უფრო დიდი მტრები ხართ ქვეყნის, ვიდრე თქვენი, ციხეში მყოფი ბელადი.
თქვენ ის ხალხი ხართ, ფულის გულისთვის სამშობლოს რომ ჰყიდით.
ხან ერთ ხელისუფლებას აეკიდებით, ხან მეორეს და თქვენთვის სულერთია ფულს ვინ გიხდით.
თანამდებობის და შემოსავლის დაკარგვის შემდეგ, უმალ “ხვდებით” რომ ხელისუფლებაში “პრორუსები” არიან.
თუ ვინმე არ გეთანხმებათ, ტროლია, რუსეთის აგენტია, ქოცია…
ვერ იჯერებთ, რომ ადამიანთა უმრავლესობას ყოველგვარი პოლიტიკის, პარტიული კუთვნილების, პირადი გამორჩენის გარეშე, უყვართ სამშობლო და მშვიდი ცხოვრება უნდათ.
ვერ იჯერებთ, რომ ჩვენ – თავისუფალი ადამიანები ვართ, ყოველგვარი “ისტისგან” დაცლილნი. ვაკრიტიკებთ ყველას, არ ვართ შეზღუდულნი პოლიტიკური კონიუნქტურით. თქვენსავით, აზრის გამოთქმაში არავინ გვიხდის ხელფასს და სანაცვლოდ, არ ვითხოვთ თანამდებობებს…
თქვენ, ფულის გულისთვის რომ სამშობლოს ჰყიდით, ამას ვერ გაიგებთ…
❗❗❗ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თანამდებობიდან მოხსნა. უკმაყოფილოა, რომ ელჩმა ვერ შეძლო ჩვენი ომში ჩათრევა.
ვერც ვერავინ შეძლებს.
მშვიდობა საქართველოს!
მშვიდობა მსოფლიოს!
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!

მაია ელოშვილი;

სოციალური ქსელი

Cesko