“ისტერიკაში ჩავარდნილმა” სააკაშვილმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა თავის ბანდას ხელისუფლების დამხობის, “სამშობლოს გადარჩენისა და თავგანწირვისკენ” – მაია ელოშვილი

0
871
50 Views

“ისტერიკაში ჩავარდნილმა” სააკაშვილმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა თავის ბანდას ხელისუფლების დამხობის, “სამშობლოს გადარჩენისა და თავგანწირვისკენ”. მისი თქმით, ყოველი დღე, რომელსაც ის ციხეში ატარებს – არის სირცხვილი.
მე კი დარწმუნებული ვარ, რომ:
ყოველი დღე, რომელიც მან, როგორც განსაკუთრებით საშიშმა დამნაშავემ, თავისუფლებაში გაატარა – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, როდესაც მას არ წარედგინა ბრალი ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, სანამ საჯარო არ ხდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, როცა ის სახელმწიფოს, სასამართლოს და ხალხს შეურაცხყოფს, არღვევს კანონს და საქმის გარემოებებზე ჩვენების მიცემის ნაცვლად, პოლიტსპექტაკლებს მართავს და მას ამის საშუალება ეძლევა – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილს და კოლექტიურ დეკანოიძეებს არ წარედგინათ ბრალი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის არაერთხელ მოწოდებისა და დაგეგმვისათვის – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, როცა ქვეყნის მტრებთან შედგა კოჰაბიტაცია – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, როცა ქვეყანა მათი კრიმინალური დღის წესრიგით ცხოვრობს – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, სანამ “ნაციონალური მოძრაობა” არსებობს და ამ “მაოხრებელ გზირს” მომხრეები ჰყავს – არის სირცხვილი.
ყოველი დღე, როცა ჩვენ, სამშობლოს მტრებს ვუსმინეთ, მხოლოდ ფბ-ზე ვაკრიტიკეთ და კანონის ფარგლებში არ ვიმოქმედეთ – არის სირცხვილი.
P.S. დღეს, მოსამართლეებმა დარბაზიდან გააძევეს არა ბრალდებული სააკაშვილი, საპროცესო კანონმდებლობის მრავალჯერადი დარღვევისთვის, არამედ მისი მომხრეები – შეძახილებისა და წესრიგის დარღვევისათვის…?

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი

Cesko