“არა! არა!არა!“,- ლალი მოროშკინა

0
528
31 Views

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ეხმიანება.

„აი რატომ ვერავინ შეედრება ქართველს! აი რატომ ვართ წილხვედრი-ახლა მაინც ხომ მივხვდით!? გვიჭირდა თუ გვილხინდა, მიწებს ვკარგავდით თუ შვილებს, სოფლებს და ქალაქებს გვართმევდნენ თუ ზღვას და მდინარეებს, არასოდეს, არასოდეს გვითხოვია სხვა ქვეყნის შვილების სისხლი, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად!

შეგვეშვით! ხელები შორს საქართველოსგან! კიდევ მინიმუმ ორი თაობა გვჭირდება, რომ 90-იანების ნიშნულამდე მივიდეთ! 3 მილიონიან ერს სთხოვენ მსხვერპლშეწირვას! არა! არა!არა!“,- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის,  უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა უკრაინის განადგურებისა და ბავშვებისა მკვლელობისა.

„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“- დასძინა მან.

Cesko