Reuters: თეთრ სახლში განმარტავენ, რომ ჯო ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს

0
469
26 Views

თეთრმა სახლმა ვარშავაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წერს.

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

გარდა ამისა, კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა პუტინს ძალაუფლება. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

Cesko