“სიბრიყვით მოსდით, შიშით, თუ უარესთან გვაქვს საქმე?” – რა საფრთხის წინაშე აყენებს ხელისუფლების პოზიცია ქვეყანას? – ხუხაშვილი

0
455
31 Views

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“ხელისუფლების პოზიცია, რომ გაემიჯნოს კოლაბორაციონიზმს, მაგრამ არაფერი გააკეთოს მის აღმოსაფხვრელად, რადიკალურად ზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის რისკებს.
აგრესორს ესმის და ეს უკრაინის მაგალითმაც აჩვენა, რომ შეიძლება მოახდინო ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ თუ ვერ მოძებნე პოლიტიკური, საზოგადოებრივი და მედია საყრდენი ადგილზე, კონტროლი და შენარჩუნება შეუძლებელია.
ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომ თვალი დახუჭოს პრორუსული პოლიტიკური, საზოგადოებრივი და მედია ჯგუფების მოძლიერებაზე, კვებავს და შესაბამისად რეალურს ხდის რუსეთის მხრიდან საქართველოს საკუთარ გავლენის სფეროში მოქცევის ილუზიას.
მე არ ვიცი, ეს სიბრიყვით და შიშით მოსდით, თუ რაიმე უარესთან გვაქვს საქმე, მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა მხოლოდ ახალისებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და არა პირიქით, როგორც ეს უნდა შემოგვასაღოს სახელისუფლებო პროპაგანდას.”

Cesko