34 Views
თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას წერილს ეხმაურება და წერს:
„პატარა გოგო არ ვარ, კი იცით. ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების მანძილზე უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, არაერთი პოლიტიკური პროცესის მოწმე ვყოფილვარ, ახლოდან რომ მინახავს მოვლენები. აი, რამ უნდა გამაკვირვოს თითქოს, მაგრამ ადამიანის მსგავს არსებებს, რომელთათვის ყველანაირი სიბინძურე ნორმაა, მაინც თვალებდაჭყეტილი ვუყურებ პატარა გოგოსავით.
როცა არც კაცად ვარგიხარ, არც პოლიტიკოსად, არც ქმრად, არც მეგობრად, არც ჩინოვნიკად, წადი, „შეირგე“ ღატაკი ქვეყნისგან აღლეტილი მილიონები, გააგრძელე ბრენდირებული დიეტა და ჭამე ჰერკულესის ფაფა. თურმე, რა ადვილია იცხოვრო სინდისის გარეშე“