“დღეს ანჩისხატში ვილოცე, ოღონდ არა უკრაინის და თქვენისთანა სულელებისთვის, არამედ – საქართველოსთვის!”

0
513
27 Views

„ამირეჯიბი გაფრთხილებდათ – “ჭკუით, ქართველებო!”, ამაშუკელი გაფრთხილებდათ – “დააყენეთ და დაეტიეთ!”, მე “ცვეტში” ლამის წამებში ათასჯერ აგიღწერეთ – რა გელით, მაგრამ თქვენ სირ გვარამიას და ბანძ ნანუკას დაუჯერეთ… აწი, რაც მოგივათ, საკუთარ თავს დააბრალეთ. მე კი დღეს, როგორც უწმინდესმა გვირჩია, ანჩისხატში და პეტრე და პავლეს მოციქულთა კათოლიკურ ტაძარში ვილოცე. ოღონდ უკრაინის და თქვენისთანა სულელებისთვის კი არა, სამშობლოს – საქართველოსთვის!

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, თუ რამხელა დიდი ზეწოლა ხორციელდება დღეს დასავლეთიდან (კარძოდ – თბილისში მოკალათებული ემისრების მეშვეობით) საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის წინამძღვარზე. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ კათოლიკური ეკლესია, რომის პაპიდან – რიგით პასტორამდე, მარტო სიყვარულს ქადაგებს და უკრაინის მოვლენებთან მიმართებაში მხარე არ გამხდარა! ზოგიერთი ქართველი მეუფე-პოლიტმიტროპოლიტისგან განსხვავებით, რომლებმაც საკუთარ თავს უფლება მისცეს ქადაგეგებში ქსენოფობიური შუღლის გამღვივებელი და ომის წამხალისებელი პროპაგანდისტური განცხადებები გაეკეთებინათ! ქალაქში კი ნელ-ნელა ვრცელდება რუსოფობიური შინაარსის სიძულვილის ენაზე დაწერილი პროკლამაციები და სტიკერები… ლომჯარია, ჯვარი სწერია, არ მონაწილეობს ამ სააგიტაციო ბინძურ ნაცისტურ კამპაიაში, მაგრამ აშკარად “ლომკაშია” – რატომღაც ფეხს ითრევს, არ უნდა წინააღმდეგობის გაწევა განცხადების დონეზეც კი…

ღმერთის საერთოდ არ გწამთ?! ერთი იმ ქართველების ჭკუაში ჩამახედა, ვინც დღეს თბილისის ქუჩებში რუსებს – ტურისტებისა და უბრალოდ სლავური გარეგნობის თუ რუსულად მოსაუბრე ქალებს, ბავშვებსა და მამაკაცებს დასდევს და მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უყენებს: 9 აპრილის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს მერე არ გადარეულხართ ამ დონემდე, დღეს რამ გადაგრიათ, თქვე შეჩვენებულებო?! რის ან ვის გამო გამოთაყვანდით საბოლოოდ? დავიჯერო, ერთი მუჭა უკრაინელ კომბინატორებზე ასე შეგტკივათ გული, ვინც საკუთარი ქვეყანა და ხალხი დაღუპა, ოღონდ დიდი მაყუთი ეშოვა პედოფილ ბაიდენის ნარკომან შვილთან ერთად, დაღუპული ძმის ცოლთან რომ მრუშობდა?! ან კომედიანტ ზელენკიზე გიჟდებით, რომელმაც თავის მიზანს უკვე მიაღწია – მსოფლიოში კომედიის ყველაზე დიდ თეატრებში – აშშ კონგრესში და დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ბუნდესტაგსა და ევროპარლამენტში გამოდის?! “ტოლერანტები” ხართ, თუ ტუალეტები?! რაო, რატომ ხართ გატრუნული, ჟურნაცისტებო?! თუ ნაცების ნაციზმი – “კიტრია”?! და ყველაზე ამაზრზენია, რომ ყველაზე მეტად ეთნიკურად ქართელი მანდილოსნები ფაშისტობენ – ალბათ, შურს იძიებენ, რომ ქართველი მამაკაცის თვალი სულ რუსის ქალისკენ გარბოდა… როგორც არ გცხვენიათ, შვილებს როგორ ზრდით, რა ოჯახში გაიზარდეთ?! ან აღდგომას რა გულით უნდა შეხვდეთ?!“, – დაწერა 17 მარტს თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

2022 წლის 21 მარტი
საქართველო, თბილისი

Cesko