ზელენსკი მოსკოვში გამართულ შეკრებაზე: წარმოიდგინეთ, რომ სტადიონზე არის 14 000 მკვდარი

0
525
29 Views

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა მოსკოვში, სტადიონზე შეკრებილი ხალხის შესახებ და მათ გაახსენა უკრაინასთან ომში დაღუპული რუსეთის სამხედროები.

„მათ ჰქონდათ დიდი შეკრება. მე ერთ დეტალზე მინდა ყურადღების გამახვილება. იუწყებიან, რომ შეკრებილთა საერთო აქტივობა რუსეთის დედაქალაქში იყო დაახლოებით 200 ათასი ადამიანი – 100 ათასი ქუჩაში და დაახლოებით 95 ათასი – სტადიონზე. აი, ამ რაოდენობით იყვნენ რუსეთის სამხედროები უკრაინაში შემოჭრის დროს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ამავე სტადიონზე 14 000 მკვდარი. და კიდევ ათობით ათასი დაჭრილი და დასახიჩრებული.

ამ შემოჭრის შემდეგ რუსეთიდან უკვე ამდენი ადამიანი დაიღუპა. აი, ასეთია ომის საზღაური, სამ კვირაზე ოდნავ მეტი დროის განმავლობაში. ომი უნდა დამთავრდეს – უკრაინის წინადადება მაგიდაზეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე 18 მარტს გაიმართა აქცია-კონცერტი, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავს ეძღვნება. წამყვანები ამ მოვლენებს „მშობლიურ ნავსაყუდელში დაბრუნებას“ უწოდებენ.

კონცერტის წამყვანები გამუდმებით ახსენებენ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, თუმცა მას ომს არ უწოდებენ. აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში „ნაციზმს“ ებრძვიან.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლის ტრანსლაცია „России-24“-ის ეთერში მოულოდნელად შეწყდა და ეთერში მომღერალ ოლეგ გაზმანოვის გამოსვლა ჩაირთო. ტრანსლაციის განახლების შემდეგ პუტინის გამოსვლა თავიდან დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, კონცერტზე, რომლის სახელწოდებაცაა “ყირიმის გაზაფხული”, ვლადიმირ პუტინის გამოსვლა შეწყდა “სერვერის ტექნიკური ხარვეზის” გამო.

Cesko