მისი 4 შვილი დაობლდა… – როგორ აღმოჩნდნენ დღეს დაღუპული ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი უკრაინაში და ჰქონდათ თუ არა საბრძოლო გამოცდილება?

0
797
26 Views

კი­ე­ვის ოლ­ქში, შე­ტა­კე­ბი­სას ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ქარ­თვე­ლე­ბი აფეთ­ქე­ბი­სას, ირ­პენ­ში და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი წე­რენ, და­ბომბვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი. ამ წუ­თებ­ში და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­დას­ხმის დროს ასე­ვე და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი და ერთი ფრან­გი მო­ხა­ლი­სე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ტი­ა­ნი და ბე­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძოდ­ნენ. მათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 2014 წელს და­ტო­ვეს.

დავით რატიანი ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი იყო და უკრაინაში დავით ქაცარავასთან ერთად წავიდა. რამდენიმე წლის წინ, ავღანეთშიც ირძოდა. მას 4 შვილი დარჩა

Cesko