29 Views
ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ბევრჯერ ვუთხარი ჩემს თავს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის როშვას ყურადღებას არ მივაქცევ და მითუმეტეს არ გამოვეხმაურები-თქო, მაგრამ ამ სისულელეზე როგორ არ გავიცინო და თქვენც არ გაცინოთ:
სააკაშვილი: სერიოზული უცხოური წყაროებიდან (დიპლომატიური წყაროებიდან), მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან, მე მომივიდა ინფორმაცია – მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ხედავთ, რომ მუდმივად არის ლაპარაკი – საქართველოში არის ომის ხაზი. მე მეზიზღება ომი. ომი ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს.. თუ დააკვირდებით, ომზე არ საუბრობს არავინ გარდა მთავრობისა. საუბარია, რომ იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან.. რის შემდეგაც ეს დაბრალდება ჩვენს ოპოზიციურ ჯგუფებს. რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს, საქართველოს მთავრობას დაუყოვნებელ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას – მთავრობა კი მზად იქნება ამისთვის. ამავე დროს დაერიოს და პრაქტიკულად გააჩეროს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა.
ამ ოპუსის პირველივე სიტყვები რომ სრული აბსურდია, მგონი ნებისმიერი მიხვდება.
რა „სერიოზული უცხოური წყაროები (დიპლომატიური წყაროები)“, რის „სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურები“ და რომელი „ინფორმაცია“?
ე.ი. „სერიოზული ქვეყნის“ სპეცსამსახურები და „სერიოზული უცხოელი დიპლომატები“ უზარმაზარ სპეცოპერაციას ატარებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს „ინფორმაცია“ მიაწოდონ?
აუუ წარმოიდგინეთ, როგორ ზის რომელიმე სკვერში სკამზე ულვაშებ-მიწებებული ხერხეულიძე. იქვე შავი ტყავის საქაღალდე დევს. გვერდზე მიუჯდება პლაშჩში, შლაპაში და შავ სათვალეებში გამოწყობილი მამაკაცი.
– აქ ოდესურ კარადებს სად ამზადებენ?
– კვერცხების ძეგლთან.
მამაკაცი სკამზე ტოვებს შავ საქაღალდეს, მაგიორში იქ რომ იდო, იმ საქაღალდეს იღებს და ქრება.
მაგარია არა?
დანარჩენ ტექსტზე ვთქვა რამე, თუ ისედაც იცით, რომ სააკაშვილს ომი ეზიზღება?
რაც შეეხება იმას, რომ მთავრობა დაერევა და პრაქტიკულად გააჩერებს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობას, ორი პატარა შეკითხვა მაქვს:
1. რა საქმიანობა? სად „საქმიანობენ“ და რას აკეთებენ იქნებ ჩვენც გაგვაგებინონ.
2. დღეს რა უშლის ხელს?
ეჰ, არა რაა . . .”