ბოსნია ჰერცოგოვინაში რუსეთის ელჩის განცხადებით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობის შემთხვევაში რუსეთი რეაგირებას მოახდენს

0
676
49 Views

ბოსნია ჰერცოგოვინაში რუსეთის ელჩის იგორ კალაბუხოვის განცხადებით, რუსეთი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობის შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს. ელჩის განცხადებით, მათ ეს ბოსნია ჰერცოგოვინას უკრაინის მაგალითზე აუხსნეს.

„უკრაინის მაგალითზე ჩვენ ვაჩვენეთ რასაც ველით. თუ იქნება საფრთხე, ჩვენ გვექნება რეაგირება“, – განაცხადა ელჩმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში.

მან ამასთან, განმარტა, რომ ახლა რუსეთს არ აქვს ბოსნია ჰერცოგოვინაში მოქმედების გეგმა და მოსკოვი რეაგირებას სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ვითარების ანალიზის საფუძველზე მოახდენს.

ბოსნია ჰერცოგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ჟელკო კომშიჩმა რუსეთის ელჩის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის ინსტიტუციების გადასაწყვეტია და არ უნდა იყოს თავდასხმის მიზეზი.

„ბოსნია ჰერცოგოვინაში რუსეთის ფედერაციის ელჩის მუქარას ვაკრიტიკებ, რომელიც მან გამოთქვა ნატოში ბოსნია ჰერცოგოვინის შესვლასთან დაკავშირებით. რუსეთის ელჩის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ამას რუსეთის რეაქცია მოჰყვება და ამ კონტექსტში უკრაინის მაგალითის მოყვანა, ცალსახაა, მაგრამ ამავდროულად მიუღებელია ბოსნია ჰერცოგოვინისთვის“, – განაცხადა კომშიჩმა.

Cesko