“ილონ მასკმა, კადიროვის „რჩევის“ საპასუხოდ, „ტვიტერზე“ სახელი გადაირქვა და ილონა დაირქვა”

0
520
37 Views

SpaceX-ის დამფუძნებელმა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის „რჩევის“ საპასუხოდ, „ტვიტერზე“ სახელი გადაირქვა და ილონა დაირქვა.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა თავის მასკს „ბიზნესმენი და ტვიტერის ბლოგერი“ უწოდა, პუტინს კი – „მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთისა და შეერთებული შტატების ქარიშხალი“. მან, ასევე, შესთავაზა მასკს „გაიარე ტრენინგი ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამდენიმე ცენტრში“, მათ შორის რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტში და SpaceX-ის დამფუძნებელს „ილონა“ უწოდა.

მასკმა უპასუხა: „გმადლობთ შემოთავაზებისთვის, მაგრამ ასეთი დიდი მომზადება ძალიან დიდ უპირატესობას მომცემს. თუ პუტინს არ ეშინია დუელის, თანახმა ვარ გამოვიყენო მხოლოდ მარცხენა ხელი“.

Cesko