25 Views
“კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ ,,პირველთან” განაცხადა, რომ ის და მთელი პარტიული დელეგაცია რუსეთში მიემგზავრებიან. მისი თქმით, მოლაპარაკებები იმ პოლიტიკურ ძალებთან უნდა გამართონ, რომლებსაც რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება შეუძლიათ.
-მთელი პარტიული დელეგაცია რუსეთში მივდივართ. ჩვენ გვიყურებენ როგორც ადეკვატურ ხალხს. ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია, რომ დაალაგოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, – განაცხადა მორგოშიამ.
მორგოშია უარყოფს ზურა მახარაძის რუსეთში ვიზიტს და ამბობს, რომ მას “სხვა ამოცანა” აქვს.