ქართველი კაცი უკრაინაში დაკარგულ ცოლ-შვილს უკვე მე-8 დღეა ეძებს – ვინ არიან დედა და ბავშვები, რომელთა კვალიც აღარსად ჩანს?

0
583
26 Views

ნიკოლოზ ბურჭულაძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს და მარიუპოლში ჩარჩენილი ოჯახის მოძებნაში დახმარება სთხოვა. უკრაინაში დარჩენილების შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობელიც ავრცელებს.

“დათო და მარიამი დედით უკრაინელები არიან, მამით – ქართველები, ბავშვებზე ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს ბავშვების მამას, გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, იქნებ ვინმეს ახლობელი, ნაცნობი, ნათესავი იყოს ამ ქალაქში და ვინმემ რამე იცოდეს მათზე – როგორ არიან, სად არიან და ბავშვების მამას გავაგებინოთ რამე. ბოლოს ისინი იმყოფებოდნენ მისამართზე:

მარიუპოლი, მშენებელთა პროსპექტი, 177. ბინა 55 და ბავშვების დედას ანიას უკავშირდებოდნენ ნომერზე +380 935440147, თუმცა 5 მარტის შემდეგ ვეღარ ხდება მათთან კონტაქტი. ბოლოს აღარც საკვები ჰქონდათ, არც ბუნებრივი აირი და არც დენი. გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია.

ვისაც გყავთ ამ მხარეში ვინმე და თუ რამე ინფორმაციას გაიგებთ, დაუკავშირდეთ ბავშვების მამას ნიკოლოზ ბურჭულაძეს ფეისბუქ გვერდზე, ან ტელ : +995597970286.

ერთად დავეხმაროთ ნიკას თავისი პატარების პოვნაში. იქნებ ვინმესთან, თქვენს ნაცნობთან ერთად არის სადმე ბუნკერში და უბრალოდ, ტელეფონი აღარ აქვთ, გთხოვთ, კარგად დააკვირდით ფოტოს და მათი ამოცნობის შემთხვევაში დაუკავშირდით ბავშვის მამას”, – ეს მიმართვა სოციალურ ქსელში ალბათ უამრავმა ადამიანმა ნახა და წარმოუდგენელია, ეს ამბავი გულთან არ მიიტანო. მით უფრო, როცა რამდენიმე დღეა მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე მედია მუდმივად საუბრობს და ყველამ იცის, რომ სიტუაცია იქ ურთულესია.

თავად ნიკოლოზ ბურჭულაძე კი ამბობს:

„მარიუპოლში კავშირიც გაწყვეტილია. აბსოლუტურად დახშულია ყველაფერი. თუ ბუნკერში არიან, ფიზიკურად ამდენი ხანი ტელეფონიც ვერ გაძლებდა, დაუჯდებოდათ მობილურები. როგორც ვიცი, ახშობენ მობილურ კავშირს მარიუპოლში რუსი ოკუპანტები და დენიც რომ მოვიდეს, ტელეფონიც რომ დატენონ, შეიძლება კავშირი მაინც ვერ აღდგეს. სადღაც ბუნკერში რომ იქნებიან, მე ამ იმედით ვცოცხლობ დღეს.

ყველას ვთხოვ დახმარებას, ვინც დამეხმარება ყველასი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება, ჩათვალეთ, რომ ცხოვრება ახლიდან დამეწყება, ეს იქნება ჩემთვის უდიდესი დახმარება.” – ამბობს ნიკოლოზ ბურჭულაძე.

Cesko