46 Views
ბლოგერმა და ჟურნალისტმა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის რუს მეგობარ გოგოს, რომელიც დიდი ხანია გამოქცეულია თავისი ქვეყნიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ქვა ესროლეს. ამას ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის გახლდათ ჟურნალისტი ანი გიუნტერი, რომელიც ასეთი მიმართვა გამოაქვეყნა:
„გამარჯობა! გთხოვთ, დამეხმაროთ მე და ჩემს ქერა და ცისფერთვალება შვილს ცნობადობის ამაღლებაში, რათა ქუჩაში ქვები არ გვესროლონ !გმადლობთ. #ყველაქერარუსიარაა“, – დაწერა გიუნტერმა.