“რა ხდება ახლა პუტინის თავში” – ამერიკული დაზვერვა რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აანალიზებს

0
444
21 Views

“რა ხდება ახლა პუტინის თავში” – ამერიკული დაზვერვა რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აანალიზებს კონგრესში მოსმენაზე დაიბარეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი, პენტაგონის დაზვერვის უფროსი სკოტ ბერიერი და აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი.

მათი საუბრის მთავარი თემა იყო, თუ რა ხდება ახლა რუსეთის პრეზიდენტის თავში. ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელები მათ ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ პუტინის თავში “უსამართლობისა და დიდი ამბიციების” ფეთქებადსაშიში ნაზავი იხარშება, რაც ძალიან საშიშია. ის ძალიან გაღიზიანებულია.

დიდი ალბათობით, ის გააორმაგებს ძალისხმევას და შეეცდება სრულად გაანადგუროს უკრაინის არმია და არც მშვიდობიან მოსახლეობას” დაინდობს”, – თქვა უილიამ ბერნსმა.

პენტაგონის გენერალ-ლეიტენანტი ბერიერი ამბობს, რომ კრემლმა ბოლო წლებში „დიდი ინვესტიცია ჩადო ბირთვულ იარაღში“, რაც პუტინის აზრით, მას სხვებთან შედარებით “ასიმეტრიულ უპირატესობას ანიჭებს“.

ავრინ ჰაინსმა ასევე ისაუბრა პუტინის მიერ “ბირთვული ხელკეტის” ქნევაზე. „პუტინი აღშფოთებულია იმის გამო, რომ დასავლეთი მას საკმარის პატივს არ სცემს და მიიჩნევს, რომ მას არაფრით არ შეუძლია ამ ომში დამარცხება“.

„ზუსტად რა სურდა განიხილოს ასეთი გამარჯვება – ეს ალბათ დროთა განმავლობაში შეიცვლება“, – დასძინა ჰეინსმა.

CIA-ს დირექტორი ამბობს, რომ პუტინის ახლო გარემოცვა სულ “უფრო და უფრო ვიწროვდება”. ამის მიზეზი არის ის, რომ პუტინი უბრალოდ აღარ იჩერებს გვერდით არავის, ვინც მას რამეში ეწინააღმდეგება. „ხალხმა გააცნობიერა, რომ მისი გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება საზიანოა მათი კარიერისთვის” – განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელმა.

აქედან გამომდინარე, ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინს აწვდიან არა რეალურუ ინფორმაციას, არამედ იმას, რისი მოსმენაც უნდა.

ინფორმაციას bbc ავრცელებს.

https://gtmedia.ge/

Cesko