“ზელენსკი ჯერ თავისი ქვეყნის გმირი უნდა გახდეს” – ლადო კახაძე

0
455
26 Views

ვოლოდიმერ ზელენსკი ჯერ თავისი ქვეყნის გმირი უნდა გახდეს. ქმედებით ეტყობა, რომ თავდადებულია, არ შემიძლია სხვანაირად შევაფასო, ის ძალიან ახალგაზრდაა. ადამიანი ფასდება ბევრი კომპონენტით. ძალიან მამაცურად დგას, ყოველ დღე მსოფლიოს ლიდერებს ელაპარაკება, იცავს თავისი ხალხის ინტერესს და მინდა, რომ მისი ხალხის გმირად წოდების ღირსი გახდეს, პირველ რიგში. არის თუ არა ზელენსკი გმირი, ამას დრო აჩვენებს. საოპერაციოში რომ შედიხარ, ის კი არ არის საქმე, როგორ გამოდიხარ იქიდან, ისაა საქმე. მთავარია, როგორ დამთავრდება სიტუაცია და როგორ გაუანალიზებს უკრაინელი ხალხი არსებულ სიტუაციაში მის როლსა და ფუნქციას.
განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებისკენ მოუწოდა.

Cesko