თბილისში ბინის ქირა რეკორდულად გაძვირდა – ქალაქის გარე უბნებსა და ცენტრში ქირის ღირებულება თითქმის თანაბარია

0
772
36 Views

ქირავდება ბინა „იაფად“  – ამ განცხადებას თითქმის ვეღარ ნახავთ. უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდებზე თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი საგრძნობლად გაძვირდა. ჩვენი თანამოქალაქეების ერთი ნაწილი თვლის, რომ მათ საცხოვრებლის მიღმა დარჩენა მოუწევთ, თუ უკვე დაქირავებული ბინების მეპატრონეები ახალ „ტრენდს“ აჰყვებიან და ფასებს ისინიც რეკორდულად გააძვირებენ.

ამასობაში, მეორე ნაწილი ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მოზღვავების პარალელურად, ბინებს განსაკუთრებულად აძვირებენ.

„პრაიმტაიმი“ ამ სტატიაში არ ამტკიცებს, რომ უძრავ ქონებას უშუალოდ ეთნიკურ რუსებზე აქირავებენ. ჩვენი მცდელობა მკითხველისთვის არსებული რეალობის ციფრებში დანახვებას ემსახურება.

ქალაქის ცენტრში ოროთახიანი ბინის დაქირავების მსურველებს ყოველთვიურად 850-დან 4 000 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ, ხოლო გარე უბნებში ფასები 750-დან 1 500 ლარამდე მერყეობს.

ვაკე – ერთი თვის ბინის ქირის ფასი საშუალოდ 900-დან 1 200 დოლარამდეა, დღევანდელი კურსის მიხედვით (3.39) 2 050 ლარიდან 4 050 ლარამდე ღირს.

საბურთალო – დროებითი საცხოვრებლის ქირაობა ერთი თვის ვადით, მსურველს დაახლოებით, 2 350-დან 8 450 ლარამდე დაუჯდება.

ვერა – ერთი თვის ვადით ოროთახიანი ბინის ქირის ღირებულება 3 390 ლარი ღირს.

სოლოლაკი – ძველი თბილისის შთამბეჭდავ უბანში მსურველს ბინის დაქირავება 850-დან 2 350 ლარამდე დაუჯდება.

ჩუღურეთი – ერთი თვის ვადით ოროთახიანი ბინის ქირის ღირებულება 2 700-დან 3 390 ლარამდე მერყეობს.

ავლაბარი – ერთი თვის ბინის ქირის ფასი საშუალოდ 2 000 ლარი ღირს.

ისანი – მსურველს ბინის დაქირავებაში დაახლოებით, 1 300-დან 2 200 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევს.

სამგორი – ვისაც გარეუბანში ბინის დაქირავება სურს, ამ რაიონში ოროთახიან ბინას 800 ლარად შეძლებს.

დიდუბე – ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორს ბინის ქირა 700-დან 950 ლარამდე მერყეობს.

ნაძალადევი – ოროთახიანი ბინის ქირა 950 ლარად არის შესაძლებელი.

თემქა – ბინის დაქირავება გლდანი-ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში დაახლოებით, 600-დან 1 500 ლარამდე ღირს.

გლდანი – ქალაქში არსებულ ქირის ფასებს არც ამ უბანში ცხოვრების ფასი ჩამოუვარდება, გლდანში ერთი თვით ოროთახიანი ბინის დაიქარვება დაახლოებით, 1 000 ლარად არის შესაძლებელი.  

https://primetime.ge/

Cesko