სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ ტაბატაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ბატონ ზელენსკის და უკრაინის მთავრობას!
თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?..
ელჩი ჩვენგან გაიწვიეთ;
ჩვენს ხელისუფლებას ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავთ;
კრიმინალი ნაცები კიდევ უფრო ჩაიხუტეთ და უკრაინა მათი კეთილდღეობის პოლიგონად აქციეთ;
საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობთ;
თქვენი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას ხელყოფთ და საკუთარი მოსახლეობის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული ბანდის პოლიტიკურ რეანიმირებას ცდილობთ;
რუსეთმა ქართულ პროდუქტზე ემბარგო მოხსნა და წინასწარ გვემუქრებით, რომ ქართული პროდუქტი რუსეთში არ გავიდეს…
გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩართვა და ხელისუფლების შეცვლა გსურთ;
გასაგებია, რომ ამაში დიდ გასამრჯელოს იღებთ და ირგებთ;
გასაგებია, რომ ქართველი ხალხი არ გიყვართ, თუმცა რა გასაკვირია, როცა არც საკუთარი ხალხი არ გიყვართ;
გასაგებია, რომ როგორც ნიჭიერი მსახიობი და მისი გუნდი, მოცემულ როლს კარგად ასრულებთ;
გასაგებია, რომ ტრაგიკული შედეგის გამო, ბოლომდე გმირის თამაში გაგიჭირდებათ;
ამიტომ გასაგებია, რომ არც თქვენ დაასრულებთ პოლიტიკურ კარიერას პუტინზე უკეთესად!
ახლა, მორიდებით შეგეკითხებით. როგორც ვხედავ, დრო ბევრი გაქვთ და იქნებ, გვიპასუხოთ –
2008 წელს, როცა რუსი ოკუპანტი ქართულ მიწებს იტაცებდა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა, უკრაინამ თუ შეწყვიტა რუსული პროდუქციის იმპორტი და რუსეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტი?
სწორი პასუხი: არა.
იქნებ, ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეთ რუსეთთან?
სწორი პასუხი: არა.
რაიმე ქმედითი დახმარება თუ აღმოგვიჩინეთ სახელმწიფო დონეზე?
იქნებ ჯარი, ან იარაღი გამოგვიგზავნეთ ან უკრაინელი მოხალისეებით გაძეძგილი თვითმფრინავები?
სწორი პასუხი: არა.
იქნებ, რუსეთში თქვენი ბიზნესი შეაჩერეთ ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად ან იქ აღარ ჩადიოდით?
სწორი პასუხი: არა.
იქნებ, პუტინის და საქართველის ოკუპაციის მომხრე რუსებს არ უშვებდით უკრაინაში?
სწორი პასუხი: არა.
ახლა, ომის დროს, იღებს თუ არა უკრაინა რუსეთიდან გაზს და იხდის თუ არა მის საფასურს?
სწორი პასუხი: დიახ.
მოუთმენლად ველით თქვენგან სწორი პასუხების დადასტურებას.
პატივისცემით,
რუსულ ოკუპაციასთან და კრიმინალ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მებრძოლი ქართველი ადამიანი
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!!!