„ყველა შვილისთვის ის იყო კაცობის მაგალითი, უღირსი საქმე არასდროს ჩაუდენია“ – ყოფილი ცოლი თამაზ მეჭიაურზე

0
712
45 Views

ჟურნალ სარკესთან თამაზ მეჭიაურის ყოფილმა ცოლმა, თამარ მეჭიაურმა ისაუბრა და მოყვა თუ როგორი იყო პოლიტიკოსის ბოლო დღეები.

“ნახვა ვერ მოხერხდა, რადგან იმ დროისთვის მეც და კახაც დაინფიცირებულები ვიყავით და იზოლაციაში ვიმყოფებოდით, მაგრამ სატელეფონო საუბრები გვქონდა. სანამ პასუხი შეეძლო, შვილები მუდმივად ეკონტაქტებოდნენ.

მე ბოლოს პირველ თებერვალს ვესაუბრე. ძალიან მოწყენილი ხმა ჰქონდა. შემოვუძახე, ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი და შენებურად იბრძოლე-მეთქი. ისე სევდიანად დამემშვიდობა, გული ჩამწყდა. როცა გაითიშა და აპარატზე გადაიყვანეს, ძალიან ვღელავდით, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაგვიშვია, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა…

კახასთვის და ყველა შვილისთვის ის იყო კაცობის მაგალითი, უღირსი საქმე არასდროს ჩაუდენია. მე მისი დიდი პატივისცემა მქონდა, ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის, როგორც საუკეთესო ადამიანი, ვაჟკაცობისა და პატიოსნების სიმბოლო…”, – ამბობს თამარ მეჭიაური.

Cesko