“ჩემი ცოლი გათხოვილი იყო როცა გავიპარეთ და..” – ნახეთ ეს ამბავი ზურა ყიფშიძის შესახებ არავინ იცოდა

0
814
30 Views

საზოგადოებაში არასდროს ჩნდება ზურა ყიფშიძის მეუღლე ლელა გოცირიძე
მსახიობი ზურა ყიფშიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვა“ იმყოფებოდა, სადაც ცოლთან დაკავშირებით ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ როდესაც მსახიობს მისი მომავალი მეუღლე შეუყვარდა, მაშინ გათხოვილი იყო.„ჩამოსული ვიყავი, უკვე სტუდენტი ვიყავი. დავინახე და გავიკითხე ვინ იყო, თუმცა მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ. ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე

შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, – იხსენებს მსახიობი.

მსახიობის მეუღლე ზურას პოპულარობის პიკზე ლელა გოცირიძე გახდა. წყვილს ათკაციანი ქორწილი ჰქონდა. „ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა, კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი“, – იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა ქორწილამდე იყო გაპარვა. ლელა და ზურა, ქალის მამის მანქანით გაიპარნენ. თავიდან საჭესთან ზურა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე, როდესაც ყინულზე მართვა გაუჭირდა, მისი ადგილი მომავალმა მეუღლემ დაიკავა.2014 წელს მოულოდნელად მსახიობის ცოლსა და შვილს ერთი და იგივე დაავადება დაემართათ, რამაც მათი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს ამბავი ზურა ყიფშიძემ ძალიან განიცადა, რადგან დიაგნოზი – ანევრიზმა, მაშინ განაჩენად ჟღერდა, რადგან ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სწორედ ანევრიზმით. მერიამ თანხა გადარიცხა და ლენუკამ და ქალბატონმა ლელამ ოპერაცია თურქეთში გაიკეთეს.„ოპერაციის შემდეგ კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობის სიკვდილის ამბავი გავიგე, სწორედ ამ დიაგნოზით. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. სამი თვე ძალიან უნდა გავფრთხილებოდით ჩვენს ჯანმრთელობას, ბევრი რამ აგვიკრძალეს. ამ სამმა თვემ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო”, – იხსენებდა ოპერაციის შემდეგ ლენუკა.მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყიფშიძის ორივე შვილს საზოგადოება კარგად იცნობს, მისი მეუღლე არასოდეს გამოირჩეოდა საჯაროობისადმი სიყვარულით. არც ჟურნალისტებს თანხმდებოდა ინტერვიუზე და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ შვილების და ახალგაზრდობის რამდენიმე ფოტოა ხელმისაწვდომი.
Cesko