„დამცირებული, დამონებული…” – ნუცა შანშიაშვილის შიშველმა ფოტოებმა და მიმართვამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია (+ფოტოები)

0
651
29 Views

შიშველი, დამცირებული, დამონებული კაცობრიობა, ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე გულებით! ძმა ძმის ომში არეული ბოღმა.. სინდისისგან გარეცხილი აღმსრულებლები. ეგოს დღესასწაული! ეს არის დღევანდელი დღე და ამ დღეს ეძღვნება ჩემი ახალი ფოტოსესია!, – ამ სათაურით მომღერალი ნუცა შანშიაშვილი თავის პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც გამომწერების მხრიდან დიდი აღშფოთება მოჰყვა.

“შიშველი, დამცირებული, დამონებული კაცობრიობა, ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე გულებით! გარეწარი პოლიტიკოსები. დიდი ძალების მქონე ქვეყნების მიერ დადგმული სისხლიანი კომიქსები.

დაუნდობელი თამაში, სიცოცხლის ბოლო ეტაპზე, მაშინ როდესაც კაცობრიობა მომწყვდეულია კუთხეში. კუთხეში, საიდანაც იწყება აღმავალი სვლა ახალი განვითარებისაკენ.

ძმა ძმის ომში არეული ბოღმა.. სინდისისგან გარეცხილი აღმსრულებლები. ეგოს დღესასწაული!

ეს არის დღევანდელი დღე და ამ დღეს ეძღვნება ჩემი ახალი ფოტოსესია! მეც დაკნინებული სიბინძურისგან და მცოცავი სინათლის მავთულებზე, ღმერთის ძიებაში გაოგნებული „შაკალი“, ვცდილობ გამოვიყენო ეს წუთები, რათა თქვენ წარმოგიდგინოთ ახალი პერფორმანსი!

ურთულესი ტკივილი, ნამსხვრევებზე დასერილი გრძნობებით მოსიარულე კაცობრიობის! სპექტაკლის დასაწყისი“, – წერს ნუცა შანშიაშვილი.

Cesko