ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება საუკეთესო რამ არის, რაც კი ოდესმე მომხდარა ვლადიმერ პუტინისთვის – სენატორი ტედ კრუზი

0
536
34 Views

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გააქტიურების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა საუკეთესო რამ არის, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მოხდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ თეთრი სახლის მიდგომა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების მიმართ ეფექტური აღმოჩნდა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უპასუხა:

არა, თეთრი სახლის მიდგომამ საერთოდ არ იმუშავა. თუ გადავხედავთ, რა სურთ უკრაინელებს, მათ პირდაპირ სთხოვეს შეერთებულ შტატებს: „ახლავე დაუწესეთ სანქციები Nord Stream 2-ს“. ჯო ბაიდენს ამის გაკეთება დღეს დილით შეეძლო. ის უარს ამბობს ამის გაკეთებაზე. უკრაინელებმა თქვეს, მოგვეცით ლეტალური სამხედრო დახმარება, მოგვეცით იარაღი, რათა თავი დავიცვათ.

ტედ კრუზის თქმით, სენატის მხარდაჭერა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მიმართ მხოლოდ იმის გამო შეიცვალა, თუ ვინ ზის ოვალურ კაბინეტში და „დემოკრატები“ რუსეთის სასარგებლოდ კენჭისყრაში დაადანაშაულა.

„ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმში მოვიდა და პირადად ლობირებდა, რომ „დემოკრატ“ სენატორებს სანქციების წინააღმდეგ ხმა მიეცათ. ამიტომაც ვართ ამ შემოჭრის საფრთხის წინაშე. უნდა ვთქვა, რომ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება საუკეთესო რამ არის, რაც კი ოდესმე მომხდარა ვლადიმერ პუტინისთვის“, – აღნიშნა სენატორმა.

Cesko