“ივანიშვილს აკრიტიკებენ, მაგრამ სინამდვილეში მისი ,,გობიდან” ჭამენ პურს ..” – იაგო ფრანგიშვილი

0
476
33 Views

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ფსევდო  ოპოზიციასა და ფსევდოოპოზიციურ მასმედიაზე წერს, რომლებიც ვითომ ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, მაგრამ სინამდვილეში მისი ,,გობიდან” ჭამენ პურს და ყველაზე გადამწყვეტ სიტუაციაში ყოფილი პრემიერის ინტერესებს ატარებენ.

,,ვინც ბიძინას ერთმმართველობის სისტემაში გამდიდრდნენ, გაიმრავალმაგეს ქონება, გახსნეს ბიძინას მაგინებელი მედიასივრცეები საქართველოში და ბიძინას საბანკო სისტემაში ათეული მილიონებით აქეთ-იქეთ ჟონგლირებენ, ვისზეც აქტუალური სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ვისი ბიზნესიც ამ 10 წლის მანძილზე ერთხელაც არ შეამოწმა ბიძინას სისტემამ და ა.შ. არის ბიძინას თანამეგობე, ბიძინა აჭმევს პურს და ბიძინას უხდის ხარკს საჭირო და უმნიშვნელოვანეს მომენტში….

ესაა რეალობა და მე უკვე მოვეშვი ამ ადამიანებისთვის რაიმეს მოწოდებას – ,,არ შეხვიდე”, ,,გამოდი”, ,,ეს ქენი”, ,,ის არ ქნა”… უკვე ფაქტობრივად ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე მიეყიდნენ. დაახლოებით 6 თვეში იგებ ნაღდად, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიძინას სისტემა და როგორ შეიძლება ამ სისტემაში ბიძინას გინებით და ,,დემოკრატიის” თამაშით დიდი ფულის შოვნა…

ამგვარი ადამიანები ვერასოდეს გახდებიან ნამდვილი პოლიტიკოსები, სისტემის კრიტიკოსები და სისტემისათვის საშიშნი. ეს ჩემთვის მიღებული და ნათელი მოცემულობაა. თუ გინდა, საქართველოში დიდი რანგით ჭამო, ის საკვები გობი ეკუთვნის ბიძინას და უნდა მიგიშვას. ყველა ჩემს ნაცნობს, მეგობარს და აქტიურ ადამიანს უცხოეთში ვთხოვდი ამის გათვალისწინებას. არ აქვს აზრი მიმართვებს, სინდისზე აგდებებს – ,,მიშა დაიხსენით”,,,უკრაინას გვერდით დაუდექით”. ეს ხალხი ზის ბიძინას გობში და უბრალოდ არ ძალუძთ სხვანაირად”, – წერს ცნობილი ექიმი (სტატუსი იბეჭდება შემოკლებით).

Cesko