გია გაჩეჩილაძის ოჯახმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2021 წლის 9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის არხის, საღამოს შაბათის, 21:00 საათიან, ეთერში, გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირების, რომლებიც მაშინ იძებნებოდნენ, ერთ-ერთი სამალავი ადგილი ძმებ გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი იყო.
უცნობის მტკიცებით, აღნიშნულ ფაქტს არც მთავარი პროკურატურა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
ოჯახის ადვოკატმა, გოდერძი გრიგალაშვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შესაბამისი მოთხოვნით, რომ უარყოფილი იყოს ცილისმწამებლური განცხადება მოპასუხის მიერ. კერძოდ, მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი, რაც აღნიშნულ სიუჟეტში გაჟღერდა იყო სიცრუე. ოჯახი ითხოვს პატივისა და ღირსების შელახვისათვის მყისიერ რეაგირებას და ცილისწამების კანონის დონეზე გამიჯვნას სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისაგან და მის უფრო კონკრეტულ რეგულირებას.
„მთავარ არხს“ აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.