ვაჟა ოთარაშვილის და ინგა გრიგოლიას დიალოგი, გადაცემა “რეაქციაში”:
-ამ სტუდიაშიც კი, ორად დავყავით დაზარალებულები, სააკაშვილის დროს გარდაცვლილები არ ვახსენეთ, ვახსენეთ ესენი, უდიდეს პატივს ვცემ… აქაც კი ზღვარი გავავლეთ … აქაც კი ვერ გვინახია საერთო ენა, გარდაცვლილის ოჯახი ყველა ერთნაირად განიცდის ტრაგედიას, ნუ გამოვყოფთ. ქვეყანაში მიდის ანტიეროვნული პოლიტიკა, 62 საჯარო სკოლა დაიხურა საქართველოში, სოფლები ცარიელდება… ამ ორ ხელისუფლებას შორის განსხვავება ტრუსების და მაისურის ფერებშია, ერთი წითელი მაისურით თამაშობს, მეორე – ლურჯი, იმიტომაა ქვეყანა წრეზე რომ ტრიალებს.
ინგა გრიგოლია:
-ნანობთ რომ მიეცით ხმა?
ვაჟა ოთარაშვილი:
-რა თქმა უნდა, იმასაც ვნანობ, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ეს ხალხი. ჩვენ მივიღეთ მიშა ივანიშვილი და ბიძინა სააკაშვილი. მე არც ერთი მომწონს, არც – მეორე. დავით გარეჯი აზერბაიჯანმა რომ წაიღო ხმას არ ვიღებთ არავინ… გამაჩერებთ, აბა რა, ქართულ ტკივილს როგორც კი შევეხები…
ინგა გრიგოლია:
-არა, ბატონო ვაჟა, მაგიტომ კი არ გაგაჩერებთ, იმიტომ რომ არჩევნების წინ, ლოგოდ იყო გამოტანილი, გარეჯი საქართველოაო, სად წავიდა? რატომ აღარ ახსენებთ, ბატონო ხელისუფლებავ? რითი დამთავარდა გარეჯის საქმე? ამ რეპლიკისთვის გაგაწყვეტინეთ
ვაჟა ოთარაშვილი:
-რითი დამთავრდა იმასაც გიპასუხებთ, თქვენ სტუდიაში გარეჯის გამყიდველების, მელაშვილისთვის და ილიჩოვასთვის ტაშის დაკვრით დამთავრდა. მელაშვილი მეცნიერი არ არის, მელაშვილი გამყიდველია და დღევანდელი ხელისუფლება დავარდნილი პენისივითაა, რომ ვერ მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე.
ინგა გრიგოლია:
-მე დღესაც ვფიქრობ, რომ დიდი სირცხვილი იყო რაც ამ ორ მხცოვან მეცნიერს მოუწყვეს, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ორ მეცნიერს ხელეწიფებოდა ქვეყნის გაყიდვა – მართლა ძალიან სამწუხაროა.